(video) ქართული მხარე სოფელ ხურჩასთან მომხდარ მკვლელობაზე პასუხისმგებლობას რუსეთის საოკუპაციო ძალას აკისრებს

დღევანდელი ფაქტი ცხადყოფს, რომ აფხაზეთში სიტუაცია არის სრულიად უკონტროლო და სრული პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას – ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ გააკეთა.

მისი თქმით, მომხდარი ფაქტი დასტურია იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთში, აუცილებლად უნდა შეიქმნას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები.

დავით დონდუას განცხადებით, ადგილზე იმყოფება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. თავად მინისტრის მოადგილეს კი სატელეფონო სატელეფონო საუბრები ჰქონდა ეუთოს, გაეროს და ევროკავშირის თანათავმჯდომარეებთან და ასევე ჟენევაში რუსეთის დელკეგაციის ხელმძღვანელთან გრიგორი კარასინტან.

„მე ისინი საქმის კურსში ჩავაყენე და მოვთხოვე მათი მხრიდან რეაგირება.ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსა და ძალას, რომ მომხდარ ფაქტს მიეცეს შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება და დამნაშავეები დროულად იქნენ გამოვლენილი და წარსდგნენ სასამართლოს წინაშე.“- განაცხადა დავით დონდუა.

დღეს, სოფელ ხურჩასთან, საქართველოს მოქალაქე გიგლა ოთხოზორია რუსმა მესაზღვრეებმა სასიკვდილოდ დაჭრეს.

https://youtu.be/ta7JyN6yM8I

banner
წინა სტატიაში“ყაზტრანსგაზ-თბილისი” გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, მოსახლეობას აფრთხილებს
შემდეგი სტატიააქვს თუ არა კითხვები პროკურატურას ალასანიასთან- მთავარი პროკურორის პასუხი