



მისივე განცხადებით, არის ორი მიდგომა: ,, პირველი თუ მაინდამაიც იქ ! სიცხოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს ჩვენ არ დავთმობთ . თუ ალტერნატიულ ვარიტნს გადავხედავთ, რომელიც მომგებიანია ქვეყნისათვის ამ შემთხვევაში კონსენსუნსის მიღწევა შესაძლებელია. სახელმწიფო არის ხალხს პლუს ხელისუფლება, მაგრამ ხელისუფლება ცალკეა და ხალხი ცალკე… ასე 25 წლია ვტრიალებთ ერთ წრეზე , მაგრამ ფონს ვერ გავსულვართ და ვერც გავალთ. სხვადსხავა გადაცემებში ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიან და აცხადებენ თითქოს მოსახლეობასთან მართავენ მოლაპარაკებებს და მიღწეულია შეთახმება. სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ, რომ არც არავინ მოსულა, არც არავინ დაკგვკითხია და არანაირი მოქმედებაც არ შეინიშნება თუ არ ჩავთვლით დღევანდელ დღეს რომ იყვნენ ინდოელი ინვესტორები, რომლებმაც დაათვალიერეს ახნიშნული ტერიტორია,მაგრამ ისიც გაუგებარია რისთვის დასჭირდათ ამ ტერიტორიის გადახედვა… შერეკელების არ იყოს ასე ვერ გაფრინდებით,,
ზურაბ ნიჟარაძე ერთ-ერთია იმ 90-მდე ადამიანს შორის, რომლებმაც ხატზე დაიფიცეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მათი სოფელი, ეკლესია და ახლობლების საფლავები წყლით არ დაიფაროს

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ მოსახლეობამ ფულადი კომპენსაცია მიიღო ზურაბ ნიჟარაძე აცხადებს რომ ეს არის ტყუილი, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის მაძილზე ამგვარ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. კი ბატონო 80-ნი წლების ბოლოს იყო კოპენსაციები, ისიც ძალიან მიზერეული- შენობა ნაგებობების, მაგრამ ეს იყო საკავშირო ფული, მაშინ ამის დახარჯვის საჭიროება არ არესებობდა. ის ფული ბანკში წავიდა და მოსახლეობის უმრავლეოსობას ეს სალარო ქვითრები შენახული აქვს, მაგრამ ეს იყო საკავშირო და ჩვენი მამების ფული. საქართველოს დამოუკიდებლობის დროიდან სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით რომ არანაირის კონპენსაცია მოსახლეობას არ მიუღია. დღეს კი სოლიდური კოპენსაციებზე ვთქვით უარი, რადგან სულიერად რომ გაღატაკდები რომელ მატერიალურ მოგაბაზეა საუბარი.
ხაიშის თემის მოსახლეობის ნაწილმა ფიცი დადო, რომლის მიხედვითაც, ისინი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას არ დაუშვენებენ და ყველანაირ გადაწყვეტილებას ამის შესახებ ერთობლივად მიიღებენ. ფიცი სოფლის წმინდა გიორგის ტაძარში ინახება. უცვლელად გთავაზობთ ფიცის ტექსტს: ,,დამხობაი ბოროტმსახურთა, ეგრეცა ღრმთისმოძულეთა დაქცევისათვის 1) არსენ იყალთოელის თარგმანი, შესულია შიო მღვიმელის ტიპიკონში. 2) არის ძეგლის წერაშიც. 3) ექვთიმე ათონელის თარგმანი კონსტანტინოპოლის კრებებიდან, რომელიც I და II საუკუნეებიდან იღებს სათავეს. იკითხება მართლმადიდებლობის ზეიმზე … რომელნი უკუე ჯუარსა უფლისასა, ძელსა ცხოველსმყოფელსა, რომელსა ზედა ქრისტემან მეუფემან დიდებისამან ხელნი განიპყრა, არა თაყუანის-სცემენ და არცა პატივს მიაგებენ მას, შეჩუენებულ უიყუნედ! …რომელნი ეკლესიისა მტერნი, მოღალატენი, ორგულნი, შინა გამცემელნი და ყოველნი, რომელთა ურთიერთარს გარდასცნეს ბოროტნი წმიდისა ეკლესიისათვის და სხუათა მონაცვლეთ ექმნეს ბოროტადმსახურებასა, შეჩუენებული იყუნედ! … რომელნი მტერნი სამშობლოისა ჩუენისანი და ყოველნი წინააღმდგომნი, ბოროტად მებრძოლნი, გამცემელნი, ორგულნი და მოღალატენი, დაამხუნეს იგინი ღმერთმან ჩუენმან საკვირვილებამათან სილაღეი მათი მიწად დააკუეთეს, შეჩუენებულ იყუნედ! ხაიშის თემის მცხოვრებნი ვიფიცებით იმაზე, რომ გამოვხატავთ ნებას ხუდონჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს მშენებლობა მიმართულია არა მხოლოდ ხაიშის, არამედ სვანეთის და შესაბამისად საქართველოს საზიანოდ და ყველა, ფიცის ქვეშ მყოფნი ერთიანად მივიღებთ გადაწყვეტილებას ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. დავიშურებ ძალ-ღონესა და ჭკუა-გონებას, რომ ხაიშის წმინდა გიორგის მოქმედი ტაძარი, სასაფლოები, ხაიშის თემი და მასში შემავალი სოფლები არ მოექცნენ წყალქვეშ,, ,, აცხადებს ზურაბ ნიჟარაძე.

















