XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა

XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა. რეგისტრაცია 89 პარლამენტის წევრმა გაიარა. სხდომა უხუცესმა პარლამენტის წევრმა ვლადიმერ კახაძემ გახსნა.

დღეს, პარლამენტი კენჭს უყრის პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების საკითხს, აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეებს.

XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ესწრებიან: საქართველოს მთავრობის წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დედაქალაქის მერი, ცესკოს თავმჯდომარე და სასულიერო პირები.

“ოცნების” სიის პირველი ნომერი “ოცნების” პარლამენტის პირველ სხდომას ესწრება.

ივანიშვილის პარლამენტში მისვლისთვის, საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს.

banner
წინა სტატიაშიმიხაელ როთი – გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს
შემდეგი სტატიასაპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს