ხელისუფლება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” ახალ კანონპროექტზე მუშაობს?

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 3, 2015 17:26

ხელისუფლება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” ახალ კანონპროექტზე მუშაობს?

მნიშვნელოვანი

  • გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან მელიქაძე „კომერსანტთან" ამბობს, რომ ახალი კანონი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დარეგულირდება და ბავშვთა შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის საკითხებს უკეთესად დაარეგულირებს.

სხვა სტატიები

ხელისუფლება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" ახალ კანონპროექტზე მუშაობსხელისუფლება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” ახალ კანონპროექტზე მუშაობს. საკანონმდებლო ორგანოს ახალ ინიციატივას საქართველოს მთავრობა სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიაზე წარუდგენს.

ახალ კანონპროექტზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდი, დემოგრაფიული აღორძინების ფონდი და ბავშვთა უფლებების მიმართულებით მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ.

გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან მელიქაძე „კომერსანტთან” ამბობს, რომ ახალი კანონი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დარეგულირდება და ბავშვთა შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის საკითხებს უკეთესად დაარეგულირებს.

იგი განმარტავს, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე საუბარია, რომ ოჯახების შერჩევისას და ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში, მშვილებელმა ოჯახებმა წინასწარი ტრენინგი გაიარონ, შვილად აყვანის შემდეგ კი ბავშვის მდგომარეობაზე მონიტორინგის წარმოებაც იგეგმება.

„საუბარია შეთავსების პროცედურებზეც. მუშაობა მიმდინარეობს, რომ სოციალური მუშაკის მიერ ბავშვსა და ოჯახს შორის შეთავსება კარგად განხორციელდეს და ბავშვი თუ კონკრეტულ ასაკსაა მიღწეული, ამ პროცესს ჩაერთოს და მისი პოზიციას გათვალისწინებული იყოს” – განმარტავს მელიქაძე.

მისივე თქმით, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შვილად აყვანა თითქმის არ ხდება და სამუშაო ჯგუფი განიხილავს იმ შესაძლებლობებს, თუ რა შეღავათი შეიძლება დაუწესოს სახელმწიფომ იმ ადამიანებს, რომლებიც შვილად სწორედ შშმ ბავშვებს აიყვანენ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 3, 2015 17:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,290
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics