გიორგი ხარჩილავა: წალენჯიხისა და ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქების გაერთიანება არის გაუაზრებელი გადაწყვეტილება

gixarchilava“გულრწფელ სინანულს გამოვხატავ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილები გამო, რის შედეგადაც გაერთიანდა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქები. ამ ორი დიდი კულტურის, ისტორიის და თვითმყოფადობის მქონე რაიონებს ეყოლებათ მხოლოდ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი. აღნიშნული ხელს აძლევს მხოლოდ ხელისუფლებას, რადგან ნებისმიერ ოპოზიციურ კანდიდატს მოუწევს ორი რაიონის ადმინსტრაციულ რესურსთან შერკინება. ეს გახლავთ სრულიად გაუაზრებელი და მახინჯი გადაწყვეტილება, რომელიც მომავალში არაეფექტურს გახდის პარალამენტარის საქმიანობას. ვითარება ისე განვითარდა, რომ მთავარი კონკურენტები არიან წალენჯიხიდან. ეს კი, ბუნებრივია, მტკივნეულად აღიქმება ჩხოროწყუს რაიონის საზოგადოებისთვის. მე, პირადად, შემიძლია გითხრათ, რომ როგორც აქამდე ვეძებდი, ვაშენებდი, ვამყარებდი ადამიანურ, საქმიან, მეგობრულ და სიყვარულით სავსე ურთიერთობას ამ ორ რაიონს შორის. მომავალშიც განვაგძობ, თან უფრო გამძაფრებით” – აცხადებს წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ხარჩილავა, რომელიც “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” პარტიას წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაში2008 წლის ომში დაღუპულ და დაკარგულ მებრძოლთა სრული სია
შემდეგი სტატიაბრძოლა დამთავრდა, ომი გრძელდება!