15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

WSJ: ტრამპმა გასცა ირანის ხანგრძლივი ბლოკადისთვის მომზადების დავალება

The Wall Street Journal-ი, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანაშემწეებს დაავალა, მოემზადონ ირანის ხანგრძლივი ბლოკადისთვის.

გამოცემის თანახმად, ბოლო დროს გამართულ შეხვედრებზე ტრამპმა გადაწყვიტა, გააგრძელოს ზეწოლა ირანის ეკონომიკასა და ნავთობის ექსპორტზე, ირანის პორტებში და პორტებიდან საზღვაო მოძრაობისთვის წინაღობის შექმნით. გამოცემის წყაროების თქმით, ტრამპი სხვა ვარიანტებს – მაგალითად, დაბომბვის განახლებას ან კონფლიქტიდან გასვლას – უფრო სარისკოდ მიიჩნევს, ვიდრე ბლოკადის შენარჩუნებას.

აშშ-ის მაღალჩინოსანმა გამოცემა WSJ-ს უთხრა, რომ ბლოკადამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ირანის ეკონომიკას – ქვეყანა ძლივს უმკლავდება იმ ნავთობის შენახვას, რომელიც არ გაყიდულა. მისი თქმით, ამან მისცა ბიძგი რეჟიმის მცდელობას, კავშირები დაერეგულირებინა ვაშინგტონთან.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ ფაჩუაშვილი: “მეუფე ისაია არის ჩვენი დროის გმირი”
შემდეგი სტატიაარქიმანდიტრი დოროთე ყურაშილი: მეუფე შიოს გაპატრიარქება არის ჩვენი ეკლესიის განადგურება