WSJ-ი გერმანელი სამართალდამცველების მიერ ბერლინის ტერორისტის საფრთხის შეფასების უუნარობაზე წერს

გერმანიის უშიშროების სამსახურებმა 2016 წლის განმავლობაში შვიდჯერ განიხილეს ბერლინის ტერაქტის მომწყობის მხრიდან პოტენციური საფრთხეები – წერს The Wall Street Journal-ი. ანის ამრიზე უკანასკნელი განხილვა საშობაო ბაზრობაზე თავდასხმამდე ერთი თვით ადრე მოხდა, თუმცა, სპეცსამსახურებმა ტუნისელის შეფასება ვერ შეძლეს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამრიზე თვალთვალი მიდიოდა, ასევე, მისი დაკავების რამდენიმე მცდელობაც იყო, თუმცა, პროკურატურისა და პოლიციის თქმით, ამრის დასაჭერად საკმარისი სამხილები არ გააჩნდათ.
გარდა ამისა, მონაცემების მიხედვით, რომელიც უშიშროების სამსახურებმა გაასაჯაროვეს რეგიონალურ საპარლამენტო მოსმენებზე, სპეცსამსახურებმა იცოდნენ, რომ ამრის გერმანიაში ტერაქტის მოწყობა უნდოდა. 2016 წელს ამრი რადიკალურად განწყობილი ისლამისტების სიაში ჩასვეს.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტუნისელი ანის ამრი, რომელმაც ბერლინში 19 დეკემბერს, საშობაო ბაზრობაზე მოაწყო თავდასხმა, სხვადასხვა სამსახურებში 14 სხვადასხვა სახელითა და გვარით იყო დარეგისტრირებული. გამოძიების ვერსიით, ამრი სხვადასხვა სახელით იმიტომ რეგისტრირდებოდა, რომ ერთდროულად ბევრი დახმარება მიეღო მთავრობისგან.
პოლიციის წარმომადგენლის დიტერ შურმანის თქმით, სპეცსამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ თავდასხმა თავიდან აეცილებინათ, თუმცა, ვერც რეგიონალურმა და ვერც ფედერალურმა ხელისუფლებამ იმის მტკიცებულებები ვერ მოიპოვა, რომ ის ტერაქტის განხორციელებას აპირებდა.

შეგახსენებთ, რომ ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა და 50-მდე დაშავდა.

banner
წინა სტატიაშირუსეთს სირიიდან გემები გამოყავს
შემდეგი სტატია„გადასარჩენი თუ გვექნება საზოგადოებრივი მაუწყებელი, ეს უნდა გავაკეთოთ ერთად”