WSJ: აშშ-მა და უკრაინამ ლითონების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწერონ

The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას იმის შესახებ ავრცელებს, რომ აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწერონ.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმება შესაძლოა დღეს გაფორმდეს, თუმცა შეთანხმება ბოლომდე დასრულებული არ არის.

WSJ-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხში, კით კელოგმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ “დიდი როლი ითამაშა” აშშ-უკრაინის შეთანხმების პირობების დასრულებაში, რომელიც კიევში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ტრამპის არარეალისტური ინიციატივები, რომლის შესრულების ალბათობა არის ნულის ტოლი
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისში ინტელექტუალური ჩემპიონატი ,,ინტელექტიადა“ იმართება