World Press Photo-მ 2019 წლის საუკეთესო ფოტო დაასახელა

საერთაშორისო კონკურს World Press Photo-ს 2019 წლის საუკეთესო ნამუშევრად დაასახელეს ფოტო, სადაც პატარა გოგონა იანელა სანჩესია აღბეჭდილი, რომელიც ტირის. ფოტოზე აშშ-მექსიკის საზღვარზეა გადაღებული და მასზე გოგონას დედას მესაზღვრეები ჩხრეკენ – კონკურსის შედეგები გუშინ 11 აპრილს ამსტერდამში გამოაქვეყნეს. კონკურსის პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ ფოტოზე ფსიქოლოგიური ძალადობაა აღბეჭდილი.

საზოგადოების აღშფოთების შედეგად, რომელიც ამ ფოტომ გამოიწვია, საბოლოოდ აშშ-ს ადმინისტრაცია იძულებული გახდა მიგრანტების ოჯახების გაყოფა შეეჩერებინა. ფოტოს ავტორი ჯონ მურია და ის 2018 წელს არის გადაღებული – წერს “დოიჩე ველე”.

მიმდინარე წელს კონკურსზე 4738 ფოტოგრაფის 79 ათასი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

banner
წინა სტატიაში“ეს იყო ქუჩაში მომხდარი ინციდენტი და შელაპარაკება” – თამარ ჟვანია სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
შემდეგი სტატიაპრემიერი ზუგდიდსა და ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს არ აკეთებს