„WordPress“ ჰოსტინგზე განთავსებული ვებგვერდები ქართველებისთვის ხელმისაწვდომია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძების ფარგლებში, „WordPress“-ის ჰოსტინგზე განთავსებული “ისლამური სახელმწიფოს” ქართულენოვანი გვერდები დაბლოკა.

საგამოძიებო უწყების აღნიშნულ ქმედებას „WordPress“-ის ჰოსტინგზე განთავსებული სხვა საიტების შეფერხებაც გამოიწვია.

ჰოსტინგის გვერდებზე წვდომა მხოლოდ საქართველოდან იყო შეზღუდული, უცხოეთიდან მომხმარებლები კი შესვლას შეუფერხებლად ახერხებდნენ.

ამჟამად დაბლოკილია მხოლოდ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს გვერდები. სხვა საიტების შეზღუდვა კი მოხსნილია და საქართველოს მოსახელობისთვის ჰოსტინგის საიტებზე წვდომა აღდგენილია.

შეზღუდვის ფაქტს „WordPress“ „ტვიტერის“ გვერდზე გამოეხმაურა.

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან და საიტები მალე ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის“.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს, რა თქმა უნდა, ემუქრება ტერორიზმი პირდაპირ თუ ირიბად”
შემდეგი სტატიაკომპანია “რუსთავის წყალი” სემეკ-ის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს