WizzAir-ი ქუთაისში ფრენებს ანახლებს – 18 აპრილს ვილნიუსის და ვარშავის რეისები შესრულდება

ვიზიარი ფრენებს ანახლებს

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, „ვიზეარი“ (Wizz Air) საქართველოს ბაზარზე ფრენებს ანახლებს.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ს შორის გაფართოებულ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. შედეგად, 18 აპრილს Wizz AIR ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას დაიწყებს“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

მათი ცნობით, თავდაპირველად რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით კი, სამომავლოდ სიხშირეების ზრდა იგეგმება. მაისიდან კი, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ქუთაისიდან რეგულარული ფრენების განახლებას რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებს. ხოლო, ივნისიდან, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ეტაპობრივად განახლდება პირდაპირი ფრენები ევროპის კიდევ 13 მიმართულებით.

„გვახარებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღეში ქუთაისის გაფართოებულ აეროპორტში რეგულარულ ფრენებს Wizz Air განაახლებს. ცოტა ხნის წინ დაგვიდასტურა ჩვენმა ძირითადმა პარტნიორმა ავიაკომპანიამ მზადყოფნა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების განახლების შესახებ. ჩვენის მხრივ, მგზავრებს ვპირდებით, რომ დახვდებათ ოთხჯერ უფრო გაფართოებული აეროპორტი, ახალი სერვისებითა და სიახლეებით, რომელიც ოპერირების განახლების პარალელურად აეროპორტში ეტაპობრივად დაინერგება“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშირუსეთში კოლეგების დაღუპვის გამო მეხანძრეებს განაჩენი გამოუტანეს
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – ქართული ენა ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი თავგადასავალია