Wizz Air ოქტომბერში ფრენებს თბილისის აეროპორტიდან შეასრულებს

ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაციის გამო ავიაკომპანია Wizz Air ოქტომბერში ფრენებს თბილისის აეროპორტიდან შეასრულებს. ქუთაისის აეროპორტი 10-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის გამო დაიხურება.

“ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა და გიდასტურებთ, რომ ოქტომბერში 14 დღის განმავლობაში ყველა რეისი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სრულდებოდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება”, – თქვა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ ბიემჯისთან.

რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, აეროპორტების გაერთიანების ცნობით, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ნაწილს. დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის სრული გეგმიური რეაბილიტაცია.

banner
წინა სტატიაშისამხარაძე: ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე არახამიას არაფერი ეტკინოს
შემდეგი სტატიადავით არახამია – მზად ვარ, პირადად ჩამოვიდე, თქვენი პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დავაკავშირო, ოღონდ ერთი პირობით, ჩემთვის სულერთია, რა ერქმევა პარტიას, სულერთია პოლიტიკოსის გვარი, მთავარია, პრორუსი არ იყოს