საიტმა WikiLeaks გამოაქვეყნა დოკუმენტები, საიდანაც ჩანს, რომ ტელეკომპანია “სიენენი” აშშ-ს დემოკრატიულ პარტიას უთანხმდებოდა თუ რა შეკითხვები დაესვათ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპისა და თედ კრუზისათვის.
2015 წლის 25 აპრილის წერილის პასუხად, რომელიც დასათაურებულია “შეკითხვები ტრამპს CNN”-ისათვის, დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრები ტელეკომპანიას შეკითხვების სიას უგზავნიან, რომელიც აუცილებელია რესპუბლიკელს დაუსვან. მათ შორის არის პროვოკაციული შეკითხვები.
სამი დღის მოგვიანებით ტელეკომპანიამ დემოკრატებს სხვა რესპუბლიკელის, ტედ კრუზისადმი დასასმელი შეკითხვები მოსთხოვა.
აშშ-ში საპერზიდენტო არჩევნები ხვალ, 8 ნოემბერს გაიმართება.