WikiLeaks-ს ჰაკერებმა შეუტიეს

აშშ-ს დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომტეტის მიმოწერის მეორე ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ, საიტ WikiLeaks-ს ჰაკერებმა შეუტიეს – პროექტის “ტვიტერ”-აკაუნტზე წერია.
“WikiLeaks-ის სერვერები #DNCLeak2-ის გამოქვეყნების შემდეგ მასობრივი მიზანმიმართული DDoS-შეტევების ქვეშ იმყოფება ” – ორგანიზაციის თანამშრომლები ავრცელებენ.
დღეს, 7 ნოემბერს “ვიკილიქსმა” აშშ-ს დემოკრატიული პარტიის 8263 ელექტრონული მიმოწერა გაასაჯაროვა. მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ დოკუმენტები, რომლის გამოქვეყნებასაც “ვიკილიქსი” აპირებს, გაყალბებულია.
“მეგობრებო, მომდევნო ორი დღის მანძილზე თუკი “ვიკილიქსის” თავხედურ ტყუილს ნახავთ, იცოდეთ, რომ ეს ფეიკია” – დაწერა ჰილარი კლინტონმა. “ვიკილიქსმა”, თავის მხრივ განაცხადა, რომ “ყველაზე საშინელი ტყუილი” ჰილარი კლინტონის შტაბიდან მოდის.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები ხვალ, 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიWikiLeaks: “სიენენი” ტრამპის და კრუზისათვის დასასმელ შეკითხვებს დემოკრატებს უთანხმებდა
შემდეგი სტატიაბერბერული მაკაკები და 2 ემუ – თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადრები