WikiLeaks-მა ობამას მიმოწერის გამოქვეყნება დაიწყო

საიტმა WikiLeaks, რომელმაც ადრე დემოკრატი ჰილარი კლინტონის ელექტრონული წერილები გამოაქვეყნა, დღეს აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიმოწერა გაასაჯაროვა.
“WikiLeaks-ი აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ელექტრონული წერილების პირველ ნაწილს გთავაზობთ, რომელიც საიდუმლო ფოსტით არის გაგზავნილი” – ნათქვამია WikiLeaks-ის “ტვიტერ” ბლოგზე.
სულ გამოქვეყნდა 7 წერილი. აქედან სამი 2008 წლის 4 ნოემბერს არის გაგზავნილი ანუ, იმ დღეს, როცა ობამა პრეზიდენტად აირჩიეს.

წერილის მიმღები, ბევრ შემთხვევაში დემოკრატი ჯონ პოდესტაა, რომელიც ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს.
WikiLeaks-ის ცნობით,რომ ის ობამას წერილებს პერმანენტულად გამოაქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიბობ დილანის გვერდიდან ნობელის შესახებ ინფორმაცია წაშალეს
შემდეგი სტატიატრამპი არჩევნების შედეგებს მხოლოდ მაშინ აღიარებს, თუკი თვითონ გაიმარჯვებს