WikiLeaks-ის ინფორმატორი ჩელსი მენინგი ისევ დააპატიმრეს

ინტერნეტ პორტალ WikiLeaks-ის ყოფილი ინფორმატორი ჩელსი მენინგი ისევ დააპატიმრეს. ის 8 მარტს მას შემდეგ დააკავეს, რაც ვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიის სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. მოსამართლე კლოდ ჰილტონმა განაცხადა, რომ 31 წლის მენინგი მანამდე დარჩება პატიმრობაში, სანამ გადაწყვეტილებას არ გადათქვამს.
მანამდე მენინგმა სოციალურ ქსელებში განცხადება გაავრცელა, სადაც ის ვარაუდობდა დაპატიმრებას და პირობა დადო, რომ თავისი პრონციპების ერთგული იქნებოდა.

ალექსანდრიაში “ვიკილიქსის” დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გრძელდება. 2010-2011 წლებში პორტალზე გამოქვეყნდა ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც ერაყსა და ავღანეთში აშშ-ს სამხედრო ოპერაციებს ეხებოდა. ამ მასალების წყარო მენინგი იყო. მენინგს ამის გამო 35 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 7 წლის შემდეგ ის ბარაკ ობამამ შეიწყალა.

banner
წინა სტატიაშინასამ 8 მარტს ქალების პირველი მისიის შესახებ გამოაცხადა
შემდეგი სტატიაგერმანელი მინისტრები სამგზავრო თვითმფრინავებით იფრენენ