Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი პატიმრობიდან გათავისუფლდა

BBC-ის ინფორმაციით, Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი პატიმრობიდან გათავისუფლდა. გამოცემის ცნობით, ასანჟი აშშ-ის ხელისუფლებასთან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან წაყენებული ბრალი აღიარა. ბრალის აღიარების სანაცვლოდ კი მას ამერიკის ციხეში სასჯელის მოხდა აღარ მოუწევს.

ასანჟმა დიდი ბრიტანეთი უკვე დატოვა და სამშობლოში, ავსტრალიაში გაემგზავრა.

შეგახსენებთ, 52 წლის ჯულიან ასანჟმა ბოლო ხუთი წელი ბრიტანეთის ციხეში გაატარა, საიდანაც აშშ-ში ექსტრადიციის წინააღმდეგ იბრძოდა. მას
ბრალი წაყენებული ჰქონდა ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და გამჟღავნების მიზნით შეთქმულებაში.

აშშ ამტკიცებდა, რომ Wikileaks-ის ფაილები – რომელიც ავრცელებდა ინფორმაციას ერაყისა და ავღანეთის ომების შესახებ – საფრთხეს უქმნიდა ადამიანების სიცოცხლეს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა – დაიღუპა პოლიციელი
შემდეგი სტატიაEU დღეიდან უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს იწყებს