WikiLeaks-ის ინფორმატორის თვითმკვლელობის მცდელობაზე მისი ადვოკატები საუბრობენ

WikiLeaks-ის ინფორმატორის თვითმკვლელობის მცდელობაზე მისი ადვოკატები საუბრობენ

6WikiLeaks-ის ინფორმატორმა, ტრანსსექსუალმა ჩელსი მენინგმა, ნამდვილად სცადა თვითმკვლელობა და საავადმყოფოშია -განაცხადა მისმა ადვოკატებმა.წერს The Independent-ი
“გასულ კვირას ჩელსიმ თავის მოკვლა გადაწყვიტა. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა” – განაცხადა ჩელსის ადვოკატმა. მისი თქმით, ტრანსსექსუალი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

მენინგის დამცველები, აშშ-ს არმიას პირად ცხოვრებაში შეჭრაში ადანაშაულებენ. “პირადი ცხოვრების საიდუმლოს გამოქვეყნება და მედიაში მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის განთავსება იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობა ისევ აგრძელებს მენინგის მდგომარეობაზე მასთან დაუკითხავად საუბარს” – განაცხადა ადვოკატმა.

როგორც, რამდენიმე დღის წინ “თაიმერი” წერდა, ჩელსიმ სქესი 2015 წლის 13 თებერვალს, ციხეში შეიცვალა – გადაწყვეტილება მიღებული იქნა გენდერული თვითგამორკვევის ნიადაგზე თვითმკვლელობის დიდი რისკის გამო. ეს პენიტეციალური სისტემის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო.

მენინგი 2010 წელს დააკავეს. მან “ვიკილიქსს” დაახლოებით 700 ათასი საიდუმლო დოკუმენტი გადასცა, რომელიც ერაყსა და ავღანეთში სამხედრო ოპერაციებს ეხებოდა. მისი ყველაზე გახმაურებული ინფორმაცია გახდა 39 წუთიანი ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ კლავენ ამერიკელი სამხედროები მშვიდობიან მოქალაქეებს ერაყში.

2013 წლის აგვისტოში მენინგი დააკავეს და მას 35 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის, რომ ის გერდერული იდენტობის გამო იტანჯებოდა, ჯერ კიდევ სასამართლო პროცესისას გახდა ცნობილი. არც ის და არც მისი ადვოკატები არ მალავდნენ, რომ ბრალდებული ტრანსსექსუალია და სქესის შეცვლა უნდა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის პარლამენტი Brexit-ის შესახებ ხელახალი რეფერენდუმის პეტიციას განიხილავს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილის თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიარეისები დაემატება