Wikileaks-ის დამფუძნებელს ჯულიან ასანჟს ინტერნეტი გაუთიშეს

31პორტალ Wikileaks-ის დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს, რომელიც უკვე მეხუთე წელია ბრიტანეთში, ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს, ინტერნეტი გაუთიშეს -ინფორმაციას Wikileaks-ის “ტვიტერი” ავრცელებს.
“მთავრობათაგან ერთ-ერთმა ჯულიან ასანჟს ინტერნეტი გაუთიშა. ჩვენ სათადარიგო გეგმაზე გადავდივართ” – ნათქვამია განცხადებაში.
ხვალ, 17 ოქტომბერს საელჩოში ასანჟის დაკითხვა გაიმართება. ეკვადორის პროკურატურა შვედეთის ინტერესების წარმომადგენელი იქნება, სადაც ასანჟის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს გაეროს სამუშაო ჯგუფმა ასანჟისათვის თავისუფლების აღკვეთა, რაც მისი საელჩოში ცხოვრებით გამოიხატება, არაკანონიერად ცნო.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, ასეთი აბსურდული განცხადებებით, მეორე ტურში ხმები მოაგროვოს”
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი: მივმართავ მათ ვისაც ხელი არ ჩაუქნევია ამ ქვეყანაზე