The Washington Post-ის ინფორმაციით, ირანთან მიმდინარე ომის ოთხი კვირის განმავლობაში აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა 850-ზე მეტი Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს. ზუსტი შეიარაღების ასეთი ტემპით ხარჯვამ პენტაგონის მაღალჩინოსნების შეშფოთება გამოიწვია.
გამოცემის ინფორმაციით, უწყების შიგნით უკვე მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ მოხდეს მარაგების სასწრაფო შევსება, რადგან ხარჯვის სიჩქარე მოსალოდნელზე ბევრად მაღალი აღმოჩნდა.















