Washington Post-მა შეიტყო, რომ აშშ სირიის არმიაზე თავდასხმისთვის ემზადება

8თეთრ სახლში სირიის არმიაზე თავდასხმის სხვადასხვა ვარიანტი მუშავდება -წერს Washington Post-ი. გამოცემის ინფორმაციით, გასულ კვირას სახელმწიფო სამხედრო დეპარტამენტი, ცენტრალური სადაზვერვო ბიურო და შტაბის მეთაურების გაერთიანებული კომიტეტი ბასარ ასადის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესაძლო ვერსიებს ამუშავებდა.
ამ ზომების მომხრეები ფიქრობენ, რომ სირიის ხელისუფლება აუცილებლად უნდა დაისაჯოს, რომ ისინი აიძულოს მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, კერძოდ, საუბარი იყო ფრთიანი რაკეტებით და სხვა შორი მანძილის რადიუსის მოქმედების რაკეტის გამოყენებაზე.
იმისათვის, რომ თავდასხმის შემდეგ გაეროს უშიშრიების საბჭოს სანქციები თავიდან აიცილონ, თავდასხმის ფარულად განხორციელებაა ჩაფიქრებული ისე, რომ მასზე პასუხისმგებლობა აშშ-მ არ აიღოს – წყარო ყვება.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: მადლობას ვუხდი საქართველოს ყველა მოქალაქეს
შემდეგი სტატიაFacebook-მა იარაღის, ნარკოტიკის გაყიდვისა და სექს მომსახურების შესახებ განცხადების გამო ბოდიში მოიხადა