Washington Examiner: გახარიას სახელისუფლებო სკამის მიღმა რეალური ძალაუფლება ივანიშვილს აქვს

ამერიკულ გამოცემა Washington Examiner-ში გამოქვეყნდა წერილი სათაურით “პომპეომ თბილისში მკაცრი გზავნილი უნდა ჩაიტანოს”, სადაც ავტორი, ტომ როგანი, წერს, რომ მთავარი შეშფოთების საგანი ბიძინა ივანიშვილია – ” მილიარდერი ოლიგარქი, რომელიც მხარს უჭერს მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას, ივანიშვილს გახარიას სახელისუფლებო სკამის მიღმა რეალური ძალაუფლება აქვს”.

ავტორი აღნიშნავს, რომ ივანიშვილს მცირე ინტერესი აქვს თავისი სიმდიდრე და გავლენა პატარა ერის გლობალური პერსპექტივების წინსვლისთვის გამოიყენოს.

“ამის ნაცვლად, მან დეგრადაცია გაუკეთა საქართველოს განვითარებად კანონის უზენაესობას და თავს აწონებდა ქვეყნის ჩრდილოელ აგრესორს, რუსეთს. ივანიშვილმა ეს გააკეთა თავისი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების ძირის გამოთხრით აშშ-სა და ევროკავშირთან. მის მიერ პორტის ახალი ობიექტის შეფერხებით და, მაგალითად, ინტერნეტის ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი, ჩანს რომ მხოლოდ იმისთვისაა შექმნილი, რომ მისი კრონი ინტერესები წინ წასწიოს პუტინის სტრატეგიულ დღის წესრიგთან ერთად.” – ვკითხულობთ წერილში.

ის წერს, რომ ეს პრობლემაა, რადგან რაც უფრო მეტი კონტროლი აქვს პუტინს საქართველოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მით მეტად დეგრადირდება მისი ეროვნული პერსპექტივები – “ეს ასე არ უნდა იყოს”.

როგანი წერს, რომ ამჟამად სადავო არჩევნების შემდეგომ შედეგებს შეჭიდებულნი, საქართველოს უშიშროების ძალები მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებენ წყლის ჭავლებს და სხვა იარაღს. ის ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედებები სერიოზულია და ასახავს ადამიანის უფლებების ფართოდ აბუჩად აგდებას, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მთავრობა დარწმუნებულია, რომ პომპეოს ჩამოსვლისას ნებისმიერ სირთულეს შეარბილებს და ის ახლა პომპეოს ვიზიტს წარმოადგენს, როგორც სიგნალს იმისა, რომ შეერთებული შტატები რეალურად კმაყოფილია ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობით. როგორც ავტორი აღნიშნავს, პომპეომ გახარიას უკეთეს ჭეშმარიტებაზე უნდა ასწავლოს.

ავტორი აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც აშშ მეგობრობასა და ურთიერთსასარგებლო დიპლომატიურ და ეკონომიკურ ჩართულობას ესწრაფვის, ის თვალს არ დახუჭავს მზრდად ავტორიტარიზმზე. როგანი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ციტირებს, რომ პომპეო “გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, დაჟინებით მოუწოდებს დემოკრატიულ რეფორმებში შემდგომი პროგრესისკენ”. ის იმედოვნებს, რომ დახურულ კარს მიღმა პომპეო უფრო მკაცრ ენას გამოიყენებს.

როგანი წერს, რომ 2019 წელს აშშ-ს ექსპორტი საქართველოში 768 მილიონი აშშ დოლარი იყო, საერთო ჯამში აშშ-ს ვაჭრობის სიჭარბით 616 მილიონი აშშ დოლარით, თუმცა გაცილებით მეტი შესაძლებლობა არსებობს ორივე ქვეყანას შორის გაფართოებული ვაჭრობისთვის. ასევე, როგორც ავტორი აღნიშნავს, აშშ-საქართველოს უსაფრთხოებისა და სამხედრო კავშირები ახლა კარგად განვითარებულია, ორივე მხარე განსაკუთრებით მჭიდროდაა ჩართული კონტრტერორისტულ თანამშრომლობაში და ეს საძირკველია, რაზეც აშენება შეიძლება.

ავტორი ხაზს უსვამს, რომ მანამ, სანამ აშშ ივანიშვილზე ზეწოლას არ მოახდენს რომ უფრო სერიოზულად მოეკიდოს თავის ვალდებულებებს თავისი ხალხის წინაშე, უკეთესი ურთიერთობის საფუძველი იმსხვრევა.

“ამრიგად, პომპეო ნათელი უნდა იყოს, რომ აშშ იყო და კვლავ სურს რომ იყოს საქართველოს აქტიური მეგობარი. თუმცა, მან ასევე ნათელი უნდა გახადოს, რომ ვაშინგტონი სულ უფრო და უფრო შეშფოთებულია. თუ ამერიკა მოწმეა თბილისის მხრიდან ხალხისადმი პატივისცემის განგრძობადი შემცირებით, ის უზრუნველყოფს, რომ პასუხისმგებელ პირებს მათი ქმედებებისთვის სადამსჯელო ფინანსური და დიპლომატიური შედეგები დაუდგებათ”. – წერს ტომ როგანი.

საქართველოში პომპეოს ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება.

ახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე მაღალი რანგის ოფიციალური პირების ცნობით, მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტისას აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებაში აღნიშნულია, რომ “თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიისთვის და ქართველი ხალხი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს”.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის პირდაპირი გზავნილი, რომ საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი – მოსახლეობის სამპროცენტიანი ფენა ჩაგრავს 97 პროცენტს და ეუბნება, რომ ისინი არ არიან ხმის უფლების მქონე მოქალაქეები