27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

WANA News: ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრება

ირანის ყოფილი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციები დაესწრებიან. ირანული საინფორმაციო სააგენტო WANA News-ის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც, რომელიც ოფიციალურ დელეგაციას უხელმძღვანელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ირანში ასევე ჩავლენ: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

ცერემონიის განრიგი:

4-5 ივლისი: საჯარო გამოსამშვიდობებელი ცერემონია თეირანის იმამ ხომეინის მოსალაში გაიმართება (დაკრძალვის ლოცვა 5 ივლისის დილით ჩატარდება).

გადასვენება: თეირანსა და ყუმში გამართული ღონისძიებების შემდეგ, ცხედარს ერაყის ოთხ ქალაქში გადაასვენებენ. ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირი და მომლოცველი ცერემონიას სწორედ ერაყში დაესწრება.

9 ივლისი (ხუთშაბათი): ყოფილ ლიდერს საბოლოოდ ირანის ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიწითლიძე ბოკუჩავაზე: არ ვიცი რატომ არ იყო, თუმცა ღონისძიებაზე ინფორმაცია ჰქონდა
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავას დეკლარაცია: მეუღლისგან ნაჩუქარი ბინები და 1 დოლარად მიღებული მიწა