The Wall Street Journal: აშშ-მ ირანში 1,7 მილიარდი დოლარით დატვირთული თვითმფრინავები საიდუმლოდ გააგზავნა

The Wall Street Journal: აშშ-მ ირანში 1,7 მილიარდი დოლარით დატვირთული თვითმფრინავები საიდუმლოდ გააგზავნა

6აშშ-ს მთავრობამ ირანს რამდენიმე მოქალაქის განთავისუფლების სანაცვლოდ საერთო ჯამში 1,7 მილიარდი დოლარი გადაუხადა – წერს The Wall Street Journal საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, რომელიც კონგრესში მუშაობს.
პირველი თვითმფრინავი, რომელშიც 400 მილიონი დოლარი იყო განთავსებული, 17 იანვარს გაემგზავრა. ამის შესახებ გამოცემა აგვისტოს შუა რიცხვებში იუწყებოდა. მომდევნო ორი თვითმფრინავი ირანში 22 იანვარს და 5 თებერვალს გაფრინდა. მათ ბორტზე 1,3 მილიარდი დოლარის ექვივალენტი იყო ევროსა და შვეიცარიულ ფრანკში.
ინფორმაცია აღნიშნული თანხის შესახებ აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბმა დაადასტურა თეირანისთვის 400 მილიონის გადახდის და ამერიკის მოქალაქეების განთავისუფლებას შორის კავშირი. კირბის თქმით, ვაშინგტონმა თეირანს ფული მას შემდეგ გადასცა, რაც დარწმუნდა იმაში, რომ ყველა ამერიკელი, რომელთა განთავისუფლების შესახებ მოლაპარაკება მიდიოდა, ირანმა გაანთავისუფლა.

banner
წინა სტატიაშიშოტლანდია დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმისათვის ემზადება
შემდეგი სტატია“სახელმწიფო ხალხისთვის” მაჟორიტარი კანდიდატის შეხვედრა მოსახლეობასთან მუქარით და სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა