წალენჯიხაში  საზეიმოდ იკურთხა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი

ASEზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) დღეს წალენჯიხაში ( მაზანდარას უბანში) წმინდა ნინოს ტაძარი აკურთხა  და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად წირვა აღავლინა.
ახლადნაკურთხი ტაძრის წინამძღვრად მეუფემ მღვდელი სერაფიმე (ზარქუა) დაადგინა. ტაძრის ქტიტორი გახლავთ ბიზნესმენ გელა ქარდავას ოჯახი. ტაძრის მშენებლობა 5 წელი გაგრძელდა. მოწყობილია ეზო, სამრეკლო, სატრაპეზო. მოიხატა ძირითადი ტაძარი. ამიერიდან ამ ტაძარში ყველა საეკლესიო დღესასწაულზე ზარები მრევლს წირვა-ლოცვაზე მოუხმობს.

 

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურატურა გია ლორთქიფანიძეს დაკიკთხვაზე იბარებს
შემდეგი სტატიაეკა მიშველაძე: პრეზიდენტი პარტიებს მშვიდობის მემორანდუმზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს