(VIDEO) ვვარაუდობთ, რომ ივანიშვილი გაიყვანს ფულის ტომრებს

ლკჯ“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის.ამის შესახებ მან განცხადება “არჩევანის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

„ეს ფარული ჩანაწერები გამოყრილია ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით. ჩემი ინფორმაციით, მას მთელი ფონოთეკა აქვს ჩანაწერების. ეს, რა თქმა უნდა  ივანიშვილის ინტერესების ინტერესებშია. ვისი კადრები იყრება, იმათი, ვინც მისიანი იყო უღალატა და ახლა სჯის და იმ პირების, რომლებიც უკვე გამოიყენა ერთჯერადი ჭიქებივით და ახლა მათი მოცილება უნდა.

“ვვარაუდობთ, რომ ალბათ გაიყვანს ფულის ტომრებს, ისეთებს, როგორიც არის გელაშვილი ხაშურიდან; მაგალითად, ბანდიტ კოხოძეს, რომელიც ერთი ჭანჭიკის გამოცვლაში 200 დოლარს თხოულობს; გაიყვანს მაჟორიტარად ვანო ჩხარტიშვილს, რომელიც უკვე აქტიურად ჩაერთო საარჩევნო პროცესში და რომელმაც წაიღო ჩვენი ანაბრები; გაიყვანს ხაზარაძეს „თიბისი ბანკიდან“, რომელმაც სისხლი ამოსწოვა ადამიანებს; გაიყვანს კალაძეებს და მეტი რაღა არის პარლამენტი?!“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის  მტკიცებით, ამერიკის სენატში სპეციალური რეზოლუცია მზადდება, რომლის მიხედვითაც ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ქონებას შესაძლებელია, პრობლემები შეექმნას.მისევე განცხადებით მან პირადად დააყენა ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების დაყადაღების საკითხი, რათა ამ თანხის გამოყენება არჩევნებზე ვერ მოხერხდეს.

„ეს არ არის პოლიტიკური მოთხოვნა, ეს იურიდიული მოთხოვნაა. მე ეს საკითხი დაყენებული მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და მზადდება რეზოლუცია, სადაც ერთ-ერთი პუნქტია, რომ თუ არ წავიდა საარჩევნო კანონის გადემოკრატიულობის გზით, ამ ბატონის მილიარდებს შეექმნებათ საფრთხე,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

https://youtu.be/Zh2DeIG1zYU

banner
წინა სტატიაში(ვიდეო)ირაკლი სესიაშვილი:თქვენი თეთრი ცხენი გადანახეთ ოდესაში
შემდეგი სტატია(video)შემიყვანეს ოთახში და მითხრეს: შეიხ, თქვენ შეიხი აღარ ხართო