ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცლებს. სოციალურ ქსელში ის ქართულ ენაზე წერს – “გაუმარჯოს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს”.
“საქართველოს ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიის მატარებელია. ეს დღე, როდესაც ის ზეიმობს 1918 წელს რუსეთისგან თავის დამოუკიდებლობას, გამოხატავს ქვეყნის თავისუფლების სულისკვეთებას. ვუსურვებ მამაც ქართველ ხალხს სიძლიერეს ყველა დაბრკოლების გადასალახად, რომელიც ზღუდავს მათ გრძელვადიან განვითარებას და კეთილდღეობას, და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების მათი სურვლის წარმატებულად შესრულებას. დაე, საქარველოს ტერიტორიული მთლიანობა სრულად იქნას აღდგენილი. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს,” – წერს ფოტიგა X-ზე.