ვუსმენდი კოლეგების გამოსვლებს უმრავლესობიდან და დავრწმუნდი, რატომ იყო ივანიშვილი მოწადინებული, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია მომხდარიყო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ შს მინისტრის დასკვნითი სიტყვით გამოსვლამდე განაცხადა.
„ვუსმენდი ბატონ ლურსმანაშვილს, იქამდე გაჩეჩილაძეს, შემდეგ კიდევ ორ კოლეგას, ბატონ თალაკვაძეს და საბოლოოდ დავრწმუნდი, რატომ იყო ივანიშვილი მოწადინებული, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია მომხდარიყო. იმიტომ, რომ მაგ კონდიციაში ამ გამოსვლების მოსმენას აზრი აქვს“, – განაცხადა ბოკერიამ.