ვუსამძიმრებ პირველკლასელების აბსოლუტურ უმრავლესობას მრავალწლიან ციხეში მოხვედრის გამო – ჯაფარიძე

ვუსამძიმრებ პირველკლასელების აბსოლუტურ უმრავლესობას მრავალწლიან ციხეში მოხვედრის გამო – ასე ეხმაურება ,,გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სასწავლო წლის დაწყებას.

,,ვუსამძიმრებ პირველკლასელების აბსოლუტურ უმრავლესობას მრავალწლიან ციხეში მოხვედრის გამო

თქვენ გელით საკუთარი მშობლების და ბებია-ბაბუას მიერ შექმნილი ჯოჯხეთის გავლა, სადაც:

– დაგამცირებენ
– მოგექცევიან როგორც მონებს
– დაგაზეპირებინებენ სრულიად გამოუსადეგარ ზღვა ინფორმაციას
– არ მოგცემენ განვითარების შესაძლებლობას იმ მიმართულებებით, რომლებიც გაინტერესებთ
– გასწავლიან ფარისევლობას
– დაგაკარგვინებენ აზროვნების უნარს
– შეგაზიზღებენ სწავლას და ფიქრს
– შეგაზიზღებენ დილით გაღვიძებას
– საბოლოო ჯამში გაგწირავენ წარუმატებლობისთვის და სიღარიბისთვის

და ამ ყველაფერს თავად თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუა დააფინანსებენ

ბოდიში რომ ჯერ კიდევ ვერ შევძელით თქვენი დახსნა”,- წერს ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, ბატონი ხაზარაძე – გახარია
შემდეგი სტატია“რუსული ხელისუფლება ქვეყანას დაეპატრონა და საკუთარი მედიასაშუალებებით ცდილობს გზა-კვალი აუბნიოს მოქალაქეებს” – სალომე სამადაშვილი