ვუსამძიმრებ “ოცნებას”… ოდირმა ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანა – ნათია მეზვრიშვილი

ვუსამძიმრებ “ოცნებას” – ასე ეხმაურება “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ეუთო/ოდირის უმწვავეს დასკვნას.

მისი თქმით, ოდირმა ამ დასკვნით საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანა.

მე მინდა მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს და მივუსამძიმრო “ოცნებას”, იმიტომ, რომ ოდირზე რომ ამყარებდნენ მთელს იმედებს, ოდირმაც კი ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანა. პირდაპირ ამბობს ოდირი, რომ ეს არჩევნები არც სამართლიანი ყოფილა და არც თავისუფალი. ეს არის ყველაზე მძიმე დასკვნა, რაც კი ოდირს საქართველოსთან დაკავშირებით გაუკეთებია”. ეს არის პირველი დასკვნა, რომელიც დასჯსი შიშის ფაქტორზე საუბრობს. კერძოდ პირდაპირ აცხადებს, რომ ამომრჩეველს არ შეეძლო დასჯის შიშის გარეშე არჩევანის გაკეთება. ოდირი ამბობს, რომ მიმდინარეობდა მუქარა-ზეწოლა, განსაკუთრებით საჯარო მოხელეებზე. ოდირი პირველად უწოდებს მოსყიდვას მოსყიდვას. ოდირი პირველად უწოდებს საარჩევნო დარღვევებ ფაქტებს”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიყველაზე ნეგატიური დასკვნა საქართველოს არჩევნების ისტორიაში – ეკა გიგაური ეუთო-ოდირის დასკვნაზე
შემდეგი სტატია“ოცნება” დასავლეთთან ყველა ხიდს წვავს, ყველა დასანქცირდება – გიორგი ბაჩიაშვილი