ვუსამძიმრებ ლუკა სირაძის ოჯახს და სრულიად საქართველოს ამ ტრაგედიას – მამუკა ხაზარაძე

ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი შვილი შეიწირა სისტემამ, რომელიც იმის ნაცვლად, რომ იცავდეს ადამიანს, თავადაა მკვლელი, – ასე ეხმაურება ,,ლელოს’’ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს.

,,დღეს საღამოს 15 წლის მოზარდის გული სამუდამოდ გაჩერდა. ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი შვილი შეიწირა სისტემამ, რომელიც იმის ნაცვლად რომ იცავდეს ადამიანს, თავადაა ძალადობრივი და მკვლელი. ეს უნდა დასრულდეს! ეს უნდა შეიცვალოს! ვუსამძიმრებ ლუკა სირაძის ოჯახს და სრულიად საქართველოს ამ ტრაგედიას!’’ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: სისტემა უნდა დაინგრეს! განა მხოლოდ დაინგრეს, სანამ მის ნანგრევებზე ბალახი არ ამოვა, ჩვენ და ჩვენს მომავალს არაფერი გვეშველება
შემდეგი სტატიააშშ-ის სენატმა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი