„ვუპასუხებ, თუ დარეკავს“ – მაკრონი პუტინზე

მაკრონი აშშ-ს და ბრიტანეთს მოუწოდებს ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადონ ვაქცინები

ჟურნალისტ ნატალია მოსეიჩუკთან ინტერვიუში საფრანგეთის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უპასუხებდა ტელეფონს, თუ პუტინი კვლავ დაურეკავდა.

მისი თქმით, უკრაინას თავდაცვისთვის ყველაფერი უნდა გადასცენ.

„დიახ, ავიღებ ტელეფონს. რადგან ვგრძნობ, რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობაა, მოვუსმენ რას გვთავაზობს. ერთი მხრივ, ჩვენ უნდა გადავცეთ უკრაინას ყველაფერი, რაც აუცილებელია მისი თავდაცვის შესაძლებლობების, სამხედრო აღჭურვილობის გასაძლიერებლად, მაგრამ ამავე დროს დეესკალაციის ხელშეწყობისთვის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ მუდმივ ვითარებას – მდგრად და სამართლიან მშვიდობას. ამიტომ, თუ მოულოდნელად რაღაცის შეთავაზებას მოინდომებს, მოვუსმენ მის წინადადებას“, – აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

მასთან, მაკრონმა დასძინა, რომ მოლაპარაკება შეიძლება ეწოდოს მხოლოდ იმ საუბრებს, რომლებსაც ორივე მხარე დათანხმდება.

banner
წინა სტატიაშიემანუელ მაკრონმა რუსეთს მტერი უწოდა
შემდეგი სტატია„გავაგრძელებთ მასიურ შეტევას პუტინის ჯარებზე“ – „რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონი ბელგოროდისა და კურსკის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს