ვულოცავთ საქართველოს მთავრობასა და ხალხს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც კარგად იყო ადმინისტრირებული და დიდწილად მშვიდობიან გარემოში ჩატარდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს საქართველოს მთავრობასა და ხალხს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც კარგად იყო ადმინისტრირებული და დიდწილად მშვიდობიან გარემოში ჩატარდა, თავისუფლების ფუნდამენტური უფლების დაცვით, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელიც საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

“ვეთანხმებით ეუთო-ს წინასწარ ანგარიშს, რომელშიც დადებითად აღინიშნა, რომ კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული იყო. აგრეთვე, ვიზიარებთ ეუთო-ს მოსაზრებას, რომ მმართველი პარტიის უპირატესი პოზიცია ხაზს უსვამს მის პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს ისეთი გარემო, სადაც კონკურენტების შესაძლებლობები არ შეიზღუდება. ეუთო-ს შეფასებაში ასევე საუბარია საჩივრებზე ამომრჩეველთა დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საჩივარი.

ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ჩვენი საერთო მიზნის განხორციელებას და მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ განვითარებას და მის სწრაფვას, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”,-ნათქვამია აშშ-ის საელჩო განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ლეიბორისტული პარტია” ხმების თავიდან დათვლას ითხოვს
შემდეგი სტატია“შევეცადოთ, რაც შეიძლება ნაკლები მავნებლობა გავაკეთებინოთ “ქართულ ოცნებას”