ვულოცავ საქართველოს, ეს გრძელი გზა იყო, თუმცა ამად ღირდა

ვულოცავ საქართველოს, ეს გრძელი გზა იყო, თუმცა ამად ღირდა, – ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი​ საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მხარდაჭერას „ტვიტერში“ ეხმაურება.

„ვულოცავ საქართველოს! ეს გრძელი გზა იყო, თუმცა ამად ღირდა! პრემიერ-მინისტრ გახარიას, პარლამენტის სპიკერ თალაკვაძეს, ოპოზიციის ლიდერებს და საქართველოს მოქალაქეებს! თქვენს გვერდით ვდგავარ!“,- წერს კინზინგერი.

136 ხმით ხუთის წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა ფრაქციებმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.

banner
წინა სტატიაშიეკა ლატარია: “ამ უმსგავსობაზე სამართლებრივი რეაგირება მექნება”
შემდეგი სტატიაეს არის გაზრდილი საპარლამენტო პლურალიზმისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი