ვულოცავ საქართველოს! არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში… შემართებით – საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს.
ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც რწმენა, მიზანდასახულება, დაუზოგავი თავგანწირვა და გამარჯვების ჟინია იქ გამარჯვებაცაა! გილოცავთ ყველას! ვულოცავ საქართველოს … არა მხოლოდ ვიგებთ შევდივართ ევროპაში …შემართებით!”- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
პირველი და ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე – საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია.
პირველ ტაიმში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში 11 მეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ.