ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს დამაჯერებელ გამარჯვებას – კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევბში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა. აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ „ფსიქო პროექტის“ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ გააკეთა:

ეგზიტპოლში, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა წარმოდგენილი 7 საათის მონაცემებით, დიდი უპირატესობით ლიდერობს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. მინდა მას მივულოცო ეს დამაჯერებელი გამარჯვება. თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დაველოდოთ ცესკოს მონაცემებს. მიმდინარეობს დათვლის პროცედურები. 8 საათზე დაიხურა ყველა საარჩევნო უბანი. როდესაც გვექნება უკვე დათვლის შედეგად მიღებული ციფრები უკვე ოფიციალურად გამოაცხადებს ცესკო“- განაცხადა კალაძემ.

კალაძემ “ევროპული საქართველოს” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შესახებ დასმულ შეკითხვაზე თქვა:

“ჩვენ თუ გადავხედავთ წლების განმავლობაში ამ პარტიის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლებს და საარჩევნო კვლევებს, რეალური შედეგი ყოველთვის დგებოდა სხვა. შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ და ვივარაუდოთ, რომ ეს არის გაყალბებული, იმის გათვალისწინებით, რომ წლების განმავლობაში არჩევნების პროცესში წარმოდგენილი კვლევები, ეგზიტპოლის შედეგები ყოველთვის განსხვავდებოდა ხალხის გადაწყვეტილებისაგან. ეს ორივე პარტია წარმოადგენს ერთ დიდ ნაციონალურ მოძრაობას. უხეშად რომ არ გამომივიდეს და ყველასათვის გასაგები რომ იყო – ერთი გამხმარი ხის ორი ტოტია.”- აღნიშნა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიBCG-ის ეგზიტპოლი: ვაშაძე – 37%, ზურაბიშვილი – 34%, ბაქრაძე – 17%
შემდეგი სტატია“ახლა დროა ხმების დაცვის”- ვაშაძე