ვულოცავ ქართულ ოცნებას, რომ მოახერხანაცმოს სრული რეანიმაცია-რეაბილიტაცია – ხუხაშვილი

შექმნილი ვითარების მცირე ანალიზი.
ნაცმოს განაცხადი პოლიტიკურად აბსოლუტურად ლოგიკურია და შემდეგ მიზნებს და გათვლებს გულისხმობს.
ერთის მხრივ, მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ქართული ოცნების სიბრიყვით ნაჩუქარი გაზრდილ ელექტორატში საბრძოლო სულის შენარჩუნება და ამას სჭირდება პოლიტიკური ტაფისთვის მუდმივად ცეცხლის შეკეთება. მეორეს მხრივ, დღევანდელი მდგომარეობით საპარლამენტო არჩევნებისთვის ასეთი არითმეტიკა გვაქვს სახეზე:
ნაცმო – 800 000 ამომრჩეველი
ქ.ო – 500 000 დაახლოებით
დანარჩენი 700 000 შედგება ანტი-ნაცისგან, ულტრა-კონსერვატული ძალებისა და სოციალური რისკებისგან. ეს ხმები ნაწილდება პატრიოტთა ალიანსზე, ახალ პოლიტიკურ ცენტრებზე და მემარცხენე პარტიებზე.
შესაბამისად, ელექტორალურად ნაცმოძრაობა უკვე პირველ ადგილზეა, თუმცა არა საკონტროლო პაკეტით.
ბუნებრივია, ამ ვითარებაში, რაც უფრო მალე იქნება არჩევნები, მით მეტი შანსი აქვთ გაძლიერების და გარკვეულ განვითარებაში ძალაუფლების დაბრუნებისაც კი, თუ მემარცხენე პარტიებთან პოსტ-საარჩევნოდ საერთო ენა გამონახეს.
ცალკე ევროპულ დემოკრატებზე – მათ ამდენი შრომით წართმეული ელექტორატი უკან დაუბრუნეს ნაცმოს და შესაბამისად ამ პარტიაში რეინტეგრაციის გარდა სხვა მანევრი აღარ აქვთ.
ვულოცავ ქართულ ოცნებას, რომ მოახერხანაცმოს სრული რეანიმაცია-რეაბილიტაცია, რითაც მხოლოდ თვითონ კი არ გაიჩალიჩა (წყალსაც წაუღია), ჩვენც და ქვეყანასაც გაგვიჩალიჩა.
ახლა უკვე ჩვენი ამოცანაა ამ მოცემულობის რეალობად ქცევის არ დაშვება..- წერს გია ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო სექტორი წინასაარჩევნო პერიოდში პერსონალური მონაცემების გასაჯაროვების პრობლემაზე საუბრობს
შემდეგი სტატიარა სვლები აქვს „ოცნებას“ დარჩენილი?! – ხათუნა ლაგაზიძე