საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პაპუნა ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ირაკლი კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, Facebook-ზე მიმდინარე ლაივში ადმინისტრატორი საწინააღმდეგო აზრის შემცველ კომენტარებს შლიდა.
პაპუნა ჯანელიძის შეფასებით, განსხვავებული დამოკიდებულების შემცველი კომენტარების წაშლა კარგად ასახავს, თუ როგორ ავრცელებს “ქართული ოცნება” პროპაგანდას და როგორ ზემოქმედებს საზოგადოების აზრზე.
ახლა ვუყურებდი კობახიძის ლაივს ფბ-ზე. ყველა საწინააღმდეგო აზრის შემცველ კომენტარს შლიდა ადმინისტრატორი, თუმცა ტოვებდა ისეთებს, როგორებიც ამ პოსტზე თანდართულ სქრინებზე ჩანს.
კობახიძის განცხადებებთან ერთად, ეს ქმედება კარგად აჩვენებს, თუ როგორ ავრცელებს ქართული ოცნება პროპაგანდას და ახდენს საზოგადოების აზრზე ზემოქმედებას და ანტიევროპული და პრორუსული განწყობების ხელშეწყობას, მაშინ როცა მეორესმხრივ, უტიფრად ამბობს, რომ ევროკავშირის ოჯახის წევრობა მნიშვნელოვანია”. – წერს პაპუნა ჯანელიძე.