ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს და ვაგრძელებთ ევროპული მომავლისთვის ბრძოლას-თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებენ და საპროტესტო მოძრაობას უერთდებიან.

“თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს და ვაგრძელებთ ევროპული მომავლისთვის ერთიან ბრძოლას.

მიუხედავად ტოტალურად გაყალბებული არჩევნებისა, გვჯერა, რომ ცოდნით, შრომითა და თავისუფლებით, მიზნის მიღწევა შესაძლებელია. სწორედ ამიტომ, მხარდაჭერას ვუცხადებთ და ვუერთდებით ბსუს, თსუს, ილიაუნისა და ყველა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან” – ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში.

დღის განმავლობაში სტუდენტების საპროტესტო აქციები გაიმართა თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

banner
წინა სტატიაშიპროტესტს სამხატვრო აკადემიის სტუდენტებიც უერთდებიან
შემდეგი სტატიადავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა (ვიდეო)