ვუერთდები ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიან პროტესტს და ვგმობ ძალადობას!

მოდელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რუსლან აბაშიძის მეუღლე თაკო ჩხეიძე მშვიდობიან პროტესტს უერთდება და ძალადობას გმობს.

ამის შესახებ ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ვუერთდები ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიან პროტესტს და ვგმობ ძალადობას!

ასევე ვაპროტესტებ “ნაციონალური პარტიის” და მისი მომხრეების ქმედებებს, რომელთა სურვილიც მხოლოდ ქვეყნის გადატრიალება და ამ გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა!

დღეს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია “ქართულ ოცნებას”, რომელიც შევიდა კოჰაბიტაციაში ამ ავად სახსენებელ პარტიასთან და სწორედ ამან მიგვიყვანა ამ შედეგებამდე!

#რუსეთიოკუპანტია

საქართველოს( ჩვენ) გვჭირდება დროული და ქმედითი მხარდაჭერა, საერთაშორისო საზოგადოებისაგან, ჩვენი დასავლური ღირებულებების დასაცავად.

მეც თქვენსავით ძალიან ვღელავ, მეტი სიფრთხილე გვმართებს ერთმანეთის მიმართ”, – წერს ჩხეიძე.

banner
წინა სტატიაშიაქციაზე გიორგი უშიკიშვილმა იმღერა [ვიდეო]
შემდეგი სტატიაარ ვჩივი, რომ გუშინ თვალი დავკარგე, მე მინდა დაკავებულები იყვნენ ჩვენს გვერდით – დარბევისას დაშავებული საბა სერგია აქციაზე მივიდა