ვუახლოვდებით იმ წერტილს, როცა რუსეთს მოუწევს იარაღის განზე გადადება და დიპლომატია – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უკრაინა ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებს საკუთარს მიწებს და თანდათან უახლოვდება იმ წერტილს, საიდანაც რუსეთს მოუწევს იარაღის განზე გადადება.

“რუსულმა ჯარებმა, კვლავ დაბომბეს ხარკოვი. ჩვენი სუმის რეგიონის ტერიტორიაზე ასევე გაისროლეს უკრაინისა და რუსეთის საზღვართან. ბრძოლა ხერსონის რეგიონისთვის გრძელდება. ლუგანსკში ევაკუაციას შეუშალეს ხელი და მანქანა ჩაცხრილეს, რომელშიც ადგილობრივები ისხდნენ. მოკლეს ფრანგი ჟურნალისტი. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვათავისუფლებთ ჩვენს მიწებს და თანდათან ვუახლოვდებით იმ წერტილს, საიდანაც რუსეთს კვლავ მოუწევს იარაღის განზე გადადება. ყველა მკვდრის დათვლა და დიპლომატიაზე გადასვლა აუცილებლად მოუწევს”, – ამბობს ვოლოდიმერ ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშისევეროდონეცკი მუდმივი თავდასხმის ქვეშაა, ქალაქის ნაწილს რუსული არმია აკონტროლებს – გაიდაი
შემდეგი სტატიათბილისში არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე 15 წლის მოზარდი დააკავეს