ვწყვეთ მაუწყებლობას ვიდრე ხელისუფლება არ უზრუნველყოფს რუსთავი 2 ის უსაფრთხოებას

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 -მა მაუწყებლობა შეწტყვიტა, ეს განცხადება არხის გენერალურმა დირექტორმა კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა. რუსთავი 2 ის ოფისთან მიმდინარე აქციაზე შს სამინისტრომ ვერ შეძლო, რუსთავი 2 ის ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა, განხორციელდა თავდასხმები კურიერის ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე, ამიტომ რუსთავი 2 მა, მიიღო გადაწყვეტილება გაეთიშა მაუწყებლობა ვიდრე არ მოხდება არხის უსაფრთხოების დაცვა. აქციის მონაწილეების მხრიდან იყო რუსთავი 2 ში შემოჭრის მუქარა და ტელევიზიის შენობას ესროლეს სხვადასხვა საგნები.

ეს უკიდურესი ნაბიჯი გადავდგით იმის გამო, რომ ჩვენ არ გვეძლევა შესაძლებლობა ვიმუშაოთ და გადასაღებ მოედანზე მყოფი ჟურნალისტები არიან საფრთხეში.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულოს კანონით დაკისრებული მოვალოება და უზრუნველყოს რუსთავი 2 ის ყველა თანამშრომლის უსაფრთხოების დაცვა.

მზად ვართ რუსთავი 2 ის მაუწყებლობს აღსადგენად იმავე წუთს როგორც კი ხელისუფლება შეასრულებს მათზე დაკისრებულ მოვალეობას და დაიცავს, არხის და მისი თანამშრომლების უსაფრთხოებას.

banner
წინა სტატიაშიქარტიის საბჭოს განცხადება “რუსთავი 2-ის” წამყვანის მიმართვაზე
შემდეგი სტატიამირზა სუბელიანმა საპატიმრო დატოვა