“ვწყვეტ ლელოსთვის მოღალატის ძახილს, მირჩევნია დრო და ენერგია ქოცებზე დავხარჯო” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილე და მხარდამჭერი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ შეწყვეტს “ლელოს წევრებისთვის” მოღალატის ძახილს.

“მირჩევნია, ეს დრო და ენერგია ქოცებზე დავხარჯო”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი და საპროტესტო აქციებში ირაკლი კუპრაძის როლის მნიშვნელობას იხსენებს:

გუშინ, ბათუმში იხსენებდნენ: ქოცებთან ბრძოლაში ირაკლი კუპრაძის როლი, მნიშვნელობა, თავგანწირვა რამდენად მნიშვნელოვანი იყო.
მისი პოლიტიკური ოპონენტი მიყვებოდა ამას.
მეც გავიხსენე, როგორ მქონდა ირაკლის იმედი მაშინ როცა გვცემდნენ, გვითვალთვალებდნენ. თუ სანდო ადამიანი მჭირდებოდა ირაკლი იყო ერთ-ერთი ვისაც ვურეკავდი.
მე მჯერა რომ ირაკლი არ გაყიდულა.
ისევე როგორც ვფიქრობ რომ ახლა , არჩევნებში შესვლა ღალატია.
მხოლოდ ადამიანების არა, მნიშვნელოვანი პროცესების ღალატი.
მე მჯერა რომ პრობლემა და ბიძინა ივანიშვილის გამარჯვების მთავარი იარაღი, ოპოზიციის ლიდერების არასწორი ეგოებია.
არასწორი იყო იმ ადამიანების ეგოები, რომლებიც მიშასთან დატოლების გამო არჩევნებამდე არ გაერთიანდნენ.
პირველობა უნდოდათ.
არასწორია მამუკას ეგო ახლა, როცა არ უნდა სხვას გაყვეს და ჰგონია, ამ გზით საკუთარ მოედანს გაიკეთებს, რადგან მასაც პირველობა უნდა.
მგონი, ვინც ერთობისთვის იბრძოდა, როგორც ვიცი და თუ ვცდები შემისწორეთ, ჯაფარა იყო და მიშა ციხიდან ამბობდა რომ დათმობდა ყველაფერს, ოღონდ ერთობა შემდგარიყო.
რატომ ვყვები ამას.
არავინაა უცოდველი ამ პროცესებში და ყველა გადაიხდის არასწორი ეგოს ფასს. მათ შორის ლელოს ლიდერებიც და სამწუხაროდ ჩვენც ძალიან დაგვაზარალებენ, ქვეყანას უფრო სწორად, მაგრამ მათი გადასახდელი ფასიც უფრო ძვირი იქნება.
მე ვწყვეტ ლელოსთვის მოღალატის ძახილს. მირჩევნია ეს დრო და ენერგია ქოცებზე დავხარჯო და არ დავეხმარო სხვას ისევ პირველობისთვის ბრძოლაში.
ამ პროცესებში მაინც ის გაიმარჯვებს ვინც მე-თი არა, ხელმძღვანელობს “ჩვენ” მორალით.
და ისევ ირაკლის მინდა დავუბრუნდე, ადამიანურად ძალიან მიტყდება იქეთ რომ რჩები, რადგან მართლა მგონია რომ ღირსეული თანამბრძოლი იყავი”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

banner
წინა სტატიაშიუკომპრომისობა ქოცებთან, კომპრომისი ერთმანეთთან: გიორგი ვაშაძის მორიგი წერილი ციხიდან
შემდეგი სტატიაპირს, რომელმაც თელავში დანით კაცის მოკვლა სცადა, 11 წლით პატიმრობა მიესაჯა – პროკურატურა