ვტოვებ “ქართულ ოცნებას” იმისთვის, რომ არავის მივცე საშუალება, გახვიონ ქვეყანა ომის ქარცეცხლში – გორელი დეპუტატი

გორის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე მიშა გოგინაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ ტოვებს “ოცნებას” და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იმისთვის, რომ “უფრო თავისუფლად შეძლოს” საუბარი და “არავის მისცეს საშუალება ომის ქარცეცხლში გახვიოს ქვეყანა”.

“ჩემთვისაც ძალიან რთულია ნაწილ-ნაწილ ვილაპარაკო ხალხში და ვზომო რამდეის თქმაა საჭირო და რამდენის არა. მე მგონი ჯობს იმ ხალხს შევუერთდე, ვინც მეტის ლაპარაკს აპირებს…

მაშინ როდესაც, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დასმულ კითხვებზე, რომელიც დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის დიდ ნაწილს გააჩნია, უახლოესი პარტნიორი ქვეყნის ელჩის მხრიდან ასეთი მძიმე შეფასებები მოვისმინეთ. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მოგვესმინე კითხვებზე პასუხები, ვნახეთ შეურაცხყოფა და უპატივისმცემლობა.

ქართველმა ხალხმა (განსაკუთრებით გორელებმა) კარგად იცის როგორია ომის ფასი, რომლისკენაც სურთ რადიკალურ ძალებს უბიძგონ ჩვენ ქვეყანს. იმის ნაცვლად, რომ ამერიკის ელჩი ემიჯნებოდეს მათ და ყველა მსგავს ძალას და მცდელობას, სამწუხაროდ ვნახეთ საპირისპირო.

სწორედ ამიტომ, ვუერთდები ჩემი კოლეგის მოწოდებას, ვტოვებ პარტია “ქართულ ოცნებას” და ფრაქციის თავმდჯომარის მოადგილის თანამდებობას იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად შევძლო ამ ყველაფერზე საუბარი და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად არავის მივცე საშუალება კიდევ ერთხელ გახვიონ ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში.” წერს გოგინაშვილი ფეისბუქზე.

წინა სტატიაში„ოცნების“ გზავნილი არ არის არც ანტიამერიკული და არც ანტიევროპული კამპანია, ზოგადად საქართველოში ყველა თემის დამძიმება ხდება ასეთი რიტორიკით, ან ანტიამერიკული უნდა იყო, ან პრორუსული – ქადაგიშვილი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ჯუმა მეჩეთში მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა – ეს არის სიკეთის გამარჯვების, ახალი სიცოცხლის, იმედის მომცემი დღე