ვთქვი, რომ ხალხი არ აპატიებს სააკაშვილს 7 ნოემბერს, მაგრამ მე შევცდი

„მე ვთქვი ასეთი რამ, რომ ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილს ამ დანაშაულს არ აპატიებს, მაგრამ მე შევცდი,”- ამ განცხადებას, “რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი აკეთებს.

მისი თქმით, ხალხმა 11 წლის შემდეგ, წინა ხელისუფლებას აპატია შვიდი ნოემბერი და ეს აჩვენა იმ 600 ათასმა ამომრჩეველმა, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში ხმა გრიგოლ ვაშაძეს მისცა.

ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ამის ერთადერთი მიზეზი უმოქმედო ხელისუფლებაა და ის, რომ ხალხი ხედავს შვიდი ნოემბრის გამეორების საფრთხეს.

“მე შევცდი იმიტომ რომ ყოველთვის როცა ლაპარაკობ ხალხის სახელით, ძალიან ფრთხილად უნდა იყო, იმიტომ რომ ამ ქართველმა ხალხმა 11 წლის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცის რა მოხდა 7 ნოემბერს და ამას ვერავინ ვერ ამართლებს, ამას ვერ ამართლებს ვერც სააკაშვილი, რა თქმა უნდა საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადება ნანახი გაქვთ. გასაგებია, რომ ამის გამართლება შეუძლებელია, მაგრამ აპატიებს თუ არა ეს არის კიდევ სხვა საკითხი, როცა ადამიანი აღიარებს, რომ შეცდა და ბევრი რამ არის კიდევ.

“როდესაც სხვა ხელისუფლება მოვიდა, რომელიც 6 წელია ხელისუფლებაშია და ვერაფერი გააკეთა გარდა იმისა, რომ ლაპარაკობს იმ ცხრა წელიწადზე. ხალხი ეუბნება მშია – ის ეუბნება ცხრა წელი. ხალხი ეუბნება უფლებებს მირღვევ – ის ეუბნება 9 წელი, კაცი ეუბნება შვილი მომიკლეს მკვლელი მიპოვეთ-ის ეუბნება არ შეადარო გირგვლიანის საქმეს.

“რატომ არ უნდა შევადაროთ გირგვლიანის საქმეს? უფრო მეტსაც გეტყვით, მაშინ მაღალი დონის ხელისუფლება იყო ჩარეული და იმას ვერ მოვერიეთ და ახლა სუბელიანის დონის ხელისუფლებაა ჩარეული და იმას ვერ ვერევით,“-ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგოგა ხაინდრავამ “რუსთავი 2”-ის აპარატურა დააზიანა
შემდეგი სტატიაშს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში მისასვლელად მზადაა