ვთხოვე, გამომიშვი თუ არა, აქ მოვკვდები- მეთქი, შემომხედა და წადიო მითხრა – მძევლად მყოფი მომხდარს იხსენებს

გუშინ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს მძევლად მყოფი ადამიანები იხსენებენ. მათი თქმით, თავდამსხმელმა ტყვეობიდან ხნიერი ადამიანები თხოვნის შემდეგ გაათავისუფლა.

“ერთი ჩემისთანა ხნიერი იყო, იმან სთხოვა და გაუშვა ის ქალი. მეც ვთხოვე, ვუთხარი გამომიშვი თუ არა, აქ მოვკვდები მეთქი, შემომხედა და წადიო მითხრა” – ამბობს დაზარალებული.

დღესვე მძველად აყვანილმა ირაკლი კავარცხელიამაც თქვა, რომ სამართალდამცველების კითხვები ძირითადად ეხებოდა იმას თუ, რა უნდოდა ბანკში. გუშინ კი, კვარაცხელიამ 7 საათიან ტყვეობაზე პირველი კომენტარი გააკეთა და გაიხსენა, რომ თავდამსხმელი პირველ ეტაპზე აგრესიული იყო და რამდენჯერმე გაისროლა კიდეც.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს GPS სიგნალით შეეძლო მანქანის გადაადგილება გაეკონტროლებინა – სამხედროები სპეცოპერაციის შესახებ
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე: რაც უნდა დაგვაბრალონ, არაფერს არ ვმალავ