ვთხოვ ჩემს ალმა-მატერს, ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების პროცესში – ნიკა გვარამია კორძაიას ინიციატივას უერთდება

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი და მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია დეპუტატ თამარ კორძაიას ინიციატივას უერთდება და სთხოვს “ემორის” უნივერსიტეტს, ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილისთვის კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების პროცესში.

“ვუერთდები თამარ კორძაიას თხოვნას, ემორის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკისთვის მიმართვის თაობაზე.

​ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წამყვანია, ხოლო მისი კლინიკური ბაზა ყველაზე დიდი და მაღალრეპროდუქციული. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრიც კი ემორის უნივერსიტეტის კლინიკური ბაზაა. მე როგორც ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული, ვთხოვ ჩემს ალმა-მატერს, ჩაერთოს აღნიშნულ საკითხში”, – წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივა მედში” 12 მაისს გადაიყვანეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია მისი კლინიკურ კვლევების შედეგები.

დეპუტატმა თამარ კორძაიამ დღეს აშშ-ს ემორის საუნივერსიტეტო კლინიკას ოფიციალურად მიმართა, მზაობა გამოთქვას და ჩაერთოს საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაში.

banner
წინა სტატიაშიმოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის გადარჩენაზე უფრო საჩქარო და მნიშვნელოვანი საკითხი ამ წუთას არაფერია​ – ნიკა გვარამია