ვთავაზობთ ოპოზიციას, ერთად განვიხილოთ ცვლილებები, რომელსაც საარჩევნო კანონმდებლობა საჭიროებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 11, 2019 13:32

ვთავაზობთ ოპოზიციას, ერთად განვიხილოთ ცვლილებები, რომელსაც საარჩევნო კანონმდებლობა საჭიროებს

შუალედურ არჩევნებში წაგების შემდეგ ოპოზიცია ძალიან დაბნეულია და უსაფუძვლო არგუმენტებით ცდილობს დამარცხების გამო თავი იმართლოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, უმრავლესობა ოპოზიციას სთავაზობს, ეუთო-ს რეკომენდაციები განიხილონ.

„ვხედავთ, შუალედურ არჩევნებში წაგების შემდეგ ოპოზიცია ძალიან დაბნეულია და უსაფუძვლო არგუმენტებით ცდილობს ამ დამარცხების გამო თავი იმართლოს. ამიტომ, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ეუთო-ს რეკომენდაციების გარშემო, რაზეც ჩვენი პოლიტიკური ნება გამოვხატეთ, სამუშაო მაგიდასთან დავსხდეთ. ერთად განვიხილოთ ცვლილებები, რომელსაც საარჩევნო კანონმდებლობა საჭიროებს და, რომელიც ყველა მხარეს აუცილებლობად მიაჩნია, რათა მომავალშიც ასე არ მოხდეს, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს ასეთი ღიმილისმომგვრელი არგუმენტებით თავის მართლება მოუწიოთ. პოლიტიკური პროცესის ფარგლებში ის ცვლილელები შევიტანოთ, რომელიც საჭიროა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის დროს ხელისუფლებამ 2020 წლის არჩევნებისთვის ბარიერი დაწია, გამარჯვებული პარტიისთვის მაქსიმალური მანდატების რაოდენობა შეზღუდა და დაფინანსების სისტემა გააუმჯობესა, ასევე ქვეყანაში უზრუნველყოფილია თავისუფალი გარემო.

„თუ კიდევ რამე რაციონალური ცვლილებებია საჭირო, მზად ვართ, ეს ოპოზიციასთან ერთად განვიხილოთ. 20-ზე მეტი რეკომენდაციაა, რომელიც ოდირი-ს დასკვნაში არის მოცემული. ამ რეკომენდაციებზე ჩვენი პოლიტიკური განაცხადი უკვე გავაკეთეთ და მზად ვართ, სამუშაო მაგიდასთან კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, განსაკუთრებით საპარლამენტო ოპოზიციასთან, დავსხდეთ და განვიხილოთ შესაძლო ცვლილებები, რომელიც რაციონალური და დასაბუთებულია, რათა ოპოზიციას მომავალში კიდევ არ მოუხდეს ასეთი ღიმილისმომგვრელი არგუმენტებით თავის მართლება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 11, 2019 13:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,892
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics