,,ახალი რუის ურბნისის კრებაა სასწრაფოდ ჩასატარებელი!”-რას წერს ახალგაზრდა ისტორიკოსი ყინწვისის ინციდენტზე

,,ყველა დღითიდღე ვრწმუნდებით რომ ახალი რუის ურბნისის კრებაა სასწრაფოდ ჩასატარებელი!

ბავშვობიდან მოყოლებული ნატვრად მქონდა ქცეული ყინწვისის მონასტერში ასვლა,მოლოცვა და თამარ მეფის და “ყინწვისის მჭმუნვარე ანგელოზის”იმ ფრესკების საკუთარი თვალით ნახვა რაც ისტორიის სახელმძღვანელოებში იყო ფურცლებზე გადმოტანილ -აღბეჭდილი…
სკოლის და ამასთან ერთად სტუდენტობის წლებიც ისე გავიდა ძამის ხეობაში მიზეზთა გამო ვერ მოვხვდი…

ამ უქმეებზე გეგმები შემეცვალა ,კვირა დღე გამომითავისუფლდა და ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვარ,გადავწყვიტე ,რომ წავსულიყავი ძამის ხეობაში და შესაბამისად მენახა ყინწვისიც
იმდენად დიდი იყო მოლოდინი ,ღამე წესივრად არც მეძინა..დილით გამიასმაგდა ეს მოლოდინი….
სამწუხაროდ,ადგილზე მისული იმედგაცრუებული დავრჩი….არა იმიტომ ,რაც ამ დღეებში იწერება ყინწვისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით… არამედ იმიტომ,რომ რამდენიმე იქ მოღვაწე სასულიერო პირისგან მივიღე დაუმსახურებელი აგრესია…ცივი…,ცივზე ცივი მზერა ჯერ კიდევ თვალწინ მიდგას ..არაკეთილგანწყობლური დამოკიდებულება…და ა.შ…

გულშიც კი არ გამივლია იმ ლაპლაპა მეტლახის გადაღება დაფიქსირება თუნდაც მალულად..რადგან ჩემს ინტერესში არანაირად არ შედიოდა იმ მეტლახის “გამოჭენება” და ხელახლა წყლის ნაყვა..

ყველა ჩემს სამეგობროში ვინც მიცნობს“პირადად“და ასე ფეისბუქის საშუალებით კი იცით რომ არასდროს მსგავს თემაზე სიტყვა არ დამიწერია …არაა ჩემი სტილი ეკლესია ან ეკლესიაში მოღვაწე ,და იქ მიმდინარე მოვლენები განვსაჯო
ა შემთხვევაშიც ჩემი მიზანი იყო ტაძრის მოლოცვა…და ფრესკების საფუძვლიანად დათვალერება..
ტაძრის მოლოცვის შემდეგ რამდენიმე ფოტო( 5-ან 6 ) ფრესკებს მაინც გადავუღე მიუხდავად იმისა,რომ შესასვლელში ფოტოგადაღების ამკრძალავი ნიშანია …გამოკრული!..(საინტერესოა რის საფუძველზე ,?!)

ის იყო ,გამოვრთე ციფრული და მორჩილმა”გამფაქტა”….აშკარად“არ ესიამოვნა ციფრულით ხელში რომ დამინახა….ცივი მზერით მკითხა..-“კურთხევა გაააქვს რომ იღებ”?!…
“იცი რომ აქ გადაღება არ შეიძლება“?!…
რატომ არ შეიძლება მეთქი…ფრესკებს სოკო აქვს გაჩენილი და რომ არ დაზიანდესო….
გულში ვფიქრობ ,ვუთხრაა ,როგორ ვუთხრა…”მეტლახის დაგება და მტვერი არ აზიანებს თურმე ფრესკებს ზოგადად ძეგლს და მე თუ ფოტო გადავიღე ეგ ნალესობიანად შლის მხატვრობას?!…“

გავჩუმდი არ შევეპასუხე….უცებ გავიდა გარეთ….მე ცოტა ხანი ტაძარში დარჩენა ვარჩიე…ბოლომდე რომ დავმტკბარიყავი ტაძრის ინტერიერით…

თამარის ფრესკას და “ყინწვისის ანგელოზს”მორიგეობით თვალს ვერ ვაშორებდი და ამასობაში იმ მორჩილს შემოყვა ორი ახმახი ….აშკარად არ იყვნენ მღვდლები.. მორჩილები იყვნენ ან ყველაზე მეტი დიაკვნები…
თვალით ანიშნა” ეს ისააო”..
მოვიდნენ ეგრევე ცხვირწინ დამიდგნენ…არც გამარჯობა უთქვამთ არც მშვიდობა და არც არაფერი…რაც როგორც წესი ახასიათებთ სასულიერო პირებს….როცა სტუმარს ხვდებიან…
ცალსახა იყო ის აგრესიული მზერა,დამოკიდებულება,არაკეთილგანწყობა რაც მათ თვალებსა და სახის მიმიკებში იკითხებოდა…და სწორედ ასეთივე ტონით “რატომ გადაიიიღე ფოტოებიი”… ?!არ“შეიძლებოდა თქო….არაო

გავჩუმდი….არ მინდოდა კამათში შეყოლა , დავი და რაბაში რომ არ გადაზრდილიყო ეს “შენიშვნა”,მითუმეტეს ამ ყველაფერს ტაძარში მყოფი 30-40 კაცი უყურებდა და ისმენდა..
რახან შემატყო ხათრიანი გამოვდექი..უფრო მეტი აგრესიით გადმოვიდა….
(ქუჩური,ძველბიჭური აქცენტით და ისევ აგრესიული ტონით “ერთი მაჩვენე რაები გადაიღეო)
ვაჩვენე საკუთარი თვალით ნახა…რამდენიმე ფრესკის და ექსტერიერიდან სახურავზე მოსკუპებული ეკლესიის მაკეტების და ყოჩების კანდაკების“ფოტოები მქონდა…
ახლავე წაშალე ყველა ფოტო ,მიდი გიყურებ ,წაშალეე…გელოდებიო….დამადგა სამივე თავზე“და ვიდრე ყინწვისში გადაღებული ყველა ფოტო არ წამაშლევინეს საკუთარი ხელით….ადილიდან არ დაიძვრნენ…
ნერვებისგან ხელ -ფეხი ამიკანკალდა,ისე გამიფუჭდა ხასიათი მთელი დღე ვერ გამოვიკეთე…
ასეთი არაკეთილგანწობა არსად და არასდროს არ მიგვრძნია,არცერთ მონასტერში…
შენიშვნაც მოუციათ წესივრად,ლმობიერი ტონით და დავყოლილვარ მათ ნება სურვილს…
ხო შეიძლებოდა დღეს ყინწვისშიც ასე ყოფილიყო…წესივრად ,როგორც შეფერის კაცი კაცს,სასულიერო პირი რიგით ქრისტიანს და როგორც ადამიანი ადამიანს…ისე დამლაპარაკებოდნენ და მომქცეოდნენ…
მაგრამ არა ყველაფერი პირიქით მოხდა.მითუმეტეს ,რომ არც შორტებით ვიყავი და არც მეტლახის ფოტოები არ მქონდა გადაღებული…

ყინწვისში ვიყავი პირველად და ალბათ უკანასკნელად…მონასტრიდან ასე დამძიმებული არასდროს არ წამოვსულვარ….
მონასტერი უნდა იყოს სიკეთის,რწმენის,სიმშვიდის,ღმერთთან სიახლოვის ნავსაყუდელი და არა ის რაც მე დღეს იქ ვნახე..
საბედნიეროდ ძამის ხეობაში კიდევ სხვა ბევრი მონასტერია…სადაც თბილი,მოსიყვარულე,შეგნებული,გაწონასწორებული სასულიერო პირები მოღვაწეობენ….და იმ მონასტრებში სამომავლოდ კიდევ ბევრჯერ“მივალ !..

შე კაი ადამიანო თუ მონასტერს კეთილ კაცმა 20 ათასი შემოგწირა….რაღა ტაძრის მიმეტლახება მოგივიდა აზრად,?!წადი გლახაკ გაჭირვებულს დაეხმარე ან..ისეთ ეპარქიებს სადაც მართლა უჭირთ მონასტრებს …
და ვინც ეს ვანდალიზმი ჩაიდინა ყინწვისში ,ვისაც აზრად მოუვიდა რვა საუკუნოვანი ტაძრის მეტლახით “შელამაზება” დაუყონებლივ უნდა აგოს პასუხი როგორც ამას კანონი ითვალისწინებს…”- წერს ახალგაზრდა ისტორიკოსი გიორგი მაღრაძე, ქართული ისტორიული ძეგლების მოყვარული ფოტოგრაფი

banner
წინა სტატიაშიჭრილობები სახესა და ხელებზე – “კურიერმა” ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა მოიპოვა
შემდეგი სტატიაქიბარ ხალვაში – „რუსთავი 2“-ის კრედიტორული დავალიანება 70 000 000 ლარს უახლოვდება, საიდანაც მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 27 000 000 ლარს შეადგენს