ვროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი ეყარა უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებულ მექანიზმს

ვროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი ეყარა უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებულ მექანიზმს და ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შესაბამისი რეგულაციის ცვლილების მიღებას.
გამომდინარე იქიდან, რომ შეჩერების მექანიზმის ცვლილებებთან დაკავშირებული პროცედურის დროულად დასრულება პირდაპირ კავშირშია საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებასთან, დღევანდელი კენჭისყრის შედეგები კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს საბოლოო მიზანთან. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით რეგულაციის ცვლილებები განსაზღვრავს დამატებით კრიტერიუმებს სავიზო რეჟიმის შეჩერებისათვის, ამცირებს გადაწყვეტილების მიღების ვადებს და ამარტივებს პროცედურას.
ცვლილებების ძირითადი მიზანია შექმნას უფრო ეფექტიანი და მოქნილი ინსტრუმენტი, რომელიც მესამე ქვეყნებიდან მიგრაციული ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდისა და ამასთან დაკავშირებული რისკებისა და საფრთხეების შემთხვევაში დროული და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. შეჩერების მექანიზმი გავრცელდება ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებაში, ვისთანაც ევროკავშირს ამოქმედებული აქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

banner
წინა სტატიაში(video) ალეპოდან ამბოხებული ოპოზიციის ევაკუაციის კადრები გავრცელდა
შემდეგი სტატია“მივიღეთ ხელისუფლება რომელსაც არ შეუძლია პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს” – ირაკლი ყიფიანი